სიახლეები

სფფ-ის ყოველწლიური დაჯილდოება 28 დეკემბერს გაიმართება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2016 - 28 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიება 17:30 საათზე დაიწყება და სასტუმრო რუმს თბილისში გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბერს დასრულდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ხმის მიცემის შედეგები ღონისძიების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, გამარჯვებულები წელს რამდენიმე ახალ ნომინაციაში გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის,  ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო მწვრთნელის, საუკეთესო მსაჯის, საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელისა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2015-2016 წწ. სეზონისა და 2016 წლის სეზონის ბომბარდირი, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩეპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე  და საუკეთესო გოლის ავტორი დაჯილდოვდებიან.

სფფ-ის ინიციატივით, ასევე დაწესებულია საპატიო ჯილდო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მედიის წარმომადგენლები, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს : 577171761, [email protected]