სიახლეები

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები იანვარში შეიკრიბება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 16-წლამდე ნაკრების კანდიდატთა ორკვირიანი შეკრება დასრულდა. მომდევნო შეკრება უკვე 2017 წელს, 4 იანვარს დაიწყება, როცა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირისთვის დაიწყებს მზადებას. იქამდე კი გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანთან - პირველ ჯერზე 3:2 მოიგო, მეორედ კი 0:1 დამარცხდა.

მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:  ჩიკაშუა (ბახტაძე 41), წაქაძე (ბაქრაძე 23), აბსანძე (კაპანაძე 41), აზაროვი, წაქაძე, მექვაბიშვილი, ჯინჭარაძე (კიკნაძე 74), მუკბანიანი (ჩარკვიანი 41), კურტანიძე (გაგუა 41), გულიაშვილი, ქუთათელაძე (იაკობიძე 41). მატჩის ერთადერთი ბურთი 29-ე წუთზე სტუმართა კაპიტანმა რავან მამადოვმა სტანდარტულიდან ჩაწოდების შემდეგ თავურით გაიტანა. 

 რაც შეეხება "განვითარების თასის" 2017 წლის გათამაშებას, მინსკში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 14 იანვარს გაემგზავრება. წილისყრის შედეგად საქართველო მე-3 ჯგუფში მოხვდა უკრაინასთან, ისრაელთან და ლიტვასთან ერთად. ტურნირის განრიგი კი ასეთია: 16 იანვარი: ისრაელი - საქართველო, 17 იანვარი: ლიტვა - საქართველო, 19 იანვარი: საქართველო - უკრაინა.