14 დეკემბერს, თბილისში, 16:30 საათზე „ბენდელას“ სტადიონზე, „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამარჯვებული გუნდები „წისქვილი“ და „სეუ“ დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ჩემპიონატი, რომელმაც სტარტი 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუში აიღო, ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად ჩატარდა: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. მასში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სულ 5 500 მოყვარულმა ფეხბურთელმა.
ფინალურ მატჩს დაესწრებიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.
„სეუ“ – „წისქვილი“
თბილისი, სტადიონი „ბენდელა“, 16:30
მთავარი მსაჯი - პაპუნა მაჭარაძე
ასისტენტები - არჩილ კოკაია; ირაკლი უკლება; ბორის გლუშჩუკი; დავით ფიფია; ხათუნა მაისურაძე