13 დეკემბერს უეფას შტაბ-ბინაში 2017-18 წლების ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მე-11 ჯგუფში მოხვდა საფრანგეთთან, ბოსნიასა და ანდორასთან ერთად. ტურნირი 2017 წლის 8-14 ნოემბერს გაიმართება და ბოსნია-ჰერცეგოვინა უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ახლანდელ თაობას ზაფხულში 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ელის, რომელიც საქართველოში გაიმართება.