სიახლეები

17-წლამდელთა შესარჩევ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს

გაუზიარე

13 დეკემბერს უეფას შტაბ-ბინაში 2017-18 წლების ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-13 ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ლატვიასა და მონტენეგროსთან ერთად. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტ-რაუნდის საგზურს. ტურნირი 2017 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოახერხა მისი მასპინძლობის უფლების მოპოვება. 

 საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კანდიდატები ამჟამად ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადიან შეკრებას და 16 და 19 დეკემბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ აზერბაიჯანთან.