სიახლეები

პირველი ლიგის 2016 წლის გარდამავალი გათამაშება დასრულდა

გაუზიარე

10 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი აუტის გადადებული საპასუხო შეხვედრა გაიმართა.

ტყიბულის „მეშახტემ“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. იმერლებმა გოლების გატანა და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება სამწუთიან მონაკვეთში მოახერხეს, 64-ეზე ნიკოლოზ ხინთიბიძემ ანგარიში გახსნა, 67-ეზე კი, გიორგი ყურულაშვილმა აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მეშახტემ“ „სქური“ ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა და თბილისის „ვიტ-ჯორჯიასთან“, „გაგრასთან“, „რუსთავთან“, წყალტუბოს „სამგურალთან“ და მარტვილის „მერანთან“ ერთად პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის 2016 წლის გარდამავალ გარდამავალ გათამაებაში გუნდების  ადგილები საბოლოოდ ასე განაწილდა:

1.
ვიტ-ჯორჯია
2. რუსთავი
3. სამგურალი
4. გაგრა
5. მეშახტე
6. მერანი
7. ბორჯომი
8. სქური
9. სულორი
10. კოლხეთი ხობი
11. ჭიათურა
12. საპოვნელა
13. ოდიში 1919
14. ლიახვი
15. გარდაბანი
16. მარკ სტარსი
17. იმერეთი
18. ჩხერიმელა