სიახლეები

უმაღლესი ლიგა - ფინალური შეხვედრა

გაუზიარე
11 დეკემბერს, თბილისში „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩში საჩხერის „ჩიხურა“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ფინალური წყვილის პირველი მატჩი სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასარულდა. იმ შეხვედრაში დუბლით ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა. როგორც ხედავთ სამტრედიელები გადამწყვეტ შეხვედრას კომფორტული უპირატესობით ხვდებიან, მაგრამ არც საჩხერელები აპირებენ დანებებას და გუნდის მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის განცხადებით „ჩიხურა“ ყველაფერს გააკეთებს ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოსაგებად.

ჩიხურა - სამტრედია

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 13:30

პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. ხარიტონაშვილი, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი