სიახლეები

პირველი ლიგა: პლეი აუტი - საპასუხო მატჩები

გაუზიარე

9 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი აუტის მეორე ეტაპის ერთი საპასუხო შეხვედრა გაიმართა. „მცხეთა პარკზე“ „ბორჯომმა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. ეს ანგარიში ორიმატჩიან დაპირისპირებაში მეტოქის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანაც მარტვილელებს წყვილის პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული. საბოლოოდ, გიორგი მიქაძის გუნდმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ბორჯომელები კი ერთი რანგით დაბალ დივიზიონში დაქვეითდნენ. ანგარიში 25-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს: თავი ლევან თედიაშვილმა გამოიჩინა, 29-ეზე კი მან დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა თვალსაჩინო გახადა. მარტვილელებმა გადამწყვეტი გოლის გატანა 64-ე წუთზე მოახერხეს, „ბორჯომის“ კარი ბენჯამინ ტეიდმა აიღო.

9 დეკემბერს პლეი აუტის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ტყიბულის „მეშახტე“ და წალენჯიხის „სქური“ უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრა დიდთოვლობისა და სათამაშო მოედნის არსებული მდგომარეობის გამო ერთი დღით გადაიდო. მატჩი 10 დეკემბერს 13:00 საათზე, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი 9 დეკემბრის მდგომარეობით