9 დეკემბერს, პირველი ლიგის პლეიაუტის საპასუხო მატჩები გაიმართება.
13:00 საათზე „ბორჯომი“ და მარტვილის „მერანი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აღნიშნული შეხვედრა, დიდთოვლობის გამო, ბორჯომის ნაცვლად „მცხეთა პარკზე“ გაიმართება. ამ გუნდების პირველი მატჩი მარტვილელებმა 2:0 მოიგეს.
მეორე წყვილის საპასუხო შეხვედრაში ტყიბულის „მეშახტე“ წალენჯიხის „სქურს“ ქუთაისში უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრაც 13:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩის ანგარიში 0:0 -ია.