სიახლეები

19 წლამდელთა ლიგის ფინალი: დინამო თბ - საბურთალო

გაუზიარე

9 დეკემბერს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 19 წლამდელთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართება. 

საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს დინამო თბილისი და საბურთალო დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.