სიახლეები

მცირე ფინალის წილისყრა: დინამო ბათუმი - დინამო თბილისი

გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს მცირე ფინალის წილისყრა გაიმართა.
ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებმა 10 დეკემბერს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართი მატჩის სტუმარ-მასპინძელი გაარკვიეს. გადაწყდა, რომ მცირე ფინალში ფორმალური მასპინძელი ბათუმური კლუბი იქნება.
გუნდებმა უკვე შეათანხმეს სათამაშო ფორმების ფერებიც: ბათუმელები ლურჯი ფორმით ითამაშებენ, თბილისელები კი - თეთრით.შეხვედრა 10 დეკემბერს 13 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განახორციელებს.