სიახლეები

19 წლამდელთა ლიგის ფინალი: დინამო თბ - საბურთალო

გაუზიარე

5 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 19 წლამდელთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. შეხვედრებს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

პირველ მატჩში ერთმანეთს „ზუგდიდისა“ და თბილისის „საბურთალოს“ 19-წლამდე გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის "ტორპედო" შეხვდნენ. მატჩი თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

19 წლამდელთა ლიგის ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.