სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში

ფუტსალი
გაუზიარე

5 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში 6-7 დეკემბერს სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები 19:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივართათვის დასწრება თავისუფალია.

2017 წლის იანვარში კი, თბილისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ა ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.