სიახლეები

უმაღლეს ლიგაში პლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართება

გაუზიარე

6 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის საპასუხო მატჩები გაიმართება. გულშემატკივარს ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლება. ქობულეთის „შუქურასა“ და ბოლნისის „სიონის“ დაპირისპირების ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ, გორის „დილა“ ლანჩხუთის „გურიას“ მატჩს კი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ადგილობრივი „შუქურა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. წყვილის პირველი შეხვედრა ბოლნისში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქობულეთელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, ბოლნისელებს კი ფრეც ჰყოფნით. გადამწყვეტ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო „შუქურას“ კობა შალამბერიძე და ზურაბ მალანია ვერ დაეხმარებიან.

პლეი აუტის მეორე შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და ლანჩხუთის „გურია“ დაუპირისპირდებიან. გორელებმა ლანჩხუთში გამართული პირველი შეხვედრა 2:0 მოიგეს და მოახლოვებულ მატჩს კომფორტული უპირატესობით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო მათ ალექსანდრე კვახაძე და თენგიზ წიქარიძე ვერ დაეხმარებიან, გურულებს კი, იგივე მიზეზის გამო გიგა ჭეიშვილი დააკლდებათ.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის ლიგის პლეი-აუტში გამარჯვებული გუნდები უძლიერესთა შორის ადგილს შეინარჩუნებენ, დამარცხებულები კი, ერთი რანგით დაბალ დივიზიონში დაქვეითდებიან.

შუქურა - სიონი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 13:00

პირდაპირი რეპორტაჟი: აჭარის ტელევიზია

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, ი. უკლება, გ. ვარდიძე, ი. კვირიკაშვილი, დ. სანოძე

დისკვალიფიკაცია: კობა შალამბერიძე, ზურაბ მალანია (ორივე შუქურა)


დილა - გურია

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 13:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, გ. ელიკაშვილი, ზ. ბერულავა, ბ. გლუშჩუკი, პ. მაჭარაძე, ა. ბასლეჰლო

დისკვვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე, თენგიზ წიქარიძე (ორივე დილა), გიგა ჭეიშვილი (გურია)