5 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი აუტის მეორე ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.
მარტვილის „მერანმა“ საკუთარ მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე „ბორჯომს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, მეტოქის კარი ნიკა საბანაძემ აიღო. მასპინძლებმა საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობის მოპოვება მატჩის მიწურულს შეძლეს, 85-ე წუთზე შოთა ჯიქიამ გაიტანა.
პლეი-აუტის მეორე შეხვედრას ზუგდიდმა უმასპინძლა. „ბაიას“ ბაზაზე ერთმანეთს წალენჯიხის „სქური“ და ტყიბულის „მეშახტე“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
პირველი ლიგის პლეი აუტის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩები 9 დეკემბერს გაიმართება. ორივე მათგანი 13:00 საათზე დაიწყება.