სიახლეები

ბრინჯაოს ფინალის მონაწილე გუნდები ცნობილია

გაუზიარე

4 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. წყვილის პირველი შეხვედრა ქუთაისელებს ჰქონდათ მოგებული 2:1. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბათუმელებს მცირე ფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. მათ ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზე მოახერხეს, გიორგი ქავთარაძემ უძლიერესი დარტყმით აიღო როინ კვასხვაძის კარი. შეხვედრის დარჩენილ დროში ლევან ხომერიკის გუნდმა მეორე ნორმრად თამაში არჩია და ტერიტორიული უპირატესობა „ტორპედომ“ მოიპოვა. ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით აჭარლებმა მცირე ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

სათამაშო დღის მეორე შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენამ“ უმასპინძლა. თბილისურ დერბიში ერთმანეთს „დინამო“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. გუნდების პირველი საპლეი-ოფო შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. „დინამო არენაზე“ კი, დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს მეტოქე და 10 დეკემბერს ბათუმის „დინამოსთან“ გაარკვევენ უმაღლესი ლიგის მესამე ადგილოსანის ვინაობას. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 25-ე წუთზე გიორგი ზარიამ გაიტანა.

უმაღლესი ლიგის მცირე ფინალს 10 დეკემბერს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.



დინამო ბთ - ტორპედო 1:0

ქობულეთი, „ჩელე არენა“

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიაშვილი, ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე (75’ თევდორაძე), გოგიტიძე, გორელიშვილი (46’ მარიანოვიჩი), ფონიავა (63’ გეგეჭკორი), ლობჯანიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე (70’ ნერგაძე), ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე (46’ საღრიშვილი), ბენაშვილი (65’ კვარაცხელია), ბაბუნაშვილი, ტუღუში, ფალავანდიშვილი, კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მსაჯები:
დ. ხარიტონშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, კ. გიორგაძე, პ. მაჭარაძე, დ. სანოძე

გაფრთხილება: 10’ ბენაშვილი, 69’ ფალავანდიშვილი (ორივე ტორპედო), 69’ ტვილდიანი, 82’ თარხნიშვილი (ორივე დინამო ბთ), 86’ ტუღუში

გოლი: 1:0 ქავთარაძე (8)




დინამო თბ - საბურთალო

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დინამო
თბ:
 რევიშვილი, ჭელიძე, ხუბუტია, რენე, ლოჩოშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (86ნინუა), ზარია (78ჩაკვეტაძე), ჯიღაური, მიქელთაძე

მთ. მწვრთნელი:
ვიაჩესლავ გროზნი

საბურთალო:
 გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (80კოხრეიძე), ტერა (62ნადარაია), ხარაიშვილი, ვაგნერი, ფანცულაია (74ხუანფრი), სანტი ხარა

მთ. მწვრთნელი:
გია ჭიაბრიშვილი

მსაჯები:
ჯ. ხორავა, ბ. ჭიჭინაძე, მ. კუპატაძე, ი. ხერხაძე, გ. ვადაჭკორია, გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება:
 61’
გრიგალაშვილი (საბურთალო), 69 ’ლოჩოშვილი, 87’ ჯიღაური (ორივე დინამო თბ)

გოლი:
 1:0 ზარია
(25)


ფოტო/ვიდეო: www.dinamobatumi.com, www.fcdinamo.ge