სიახლეები

17 წლამდელთა ლიგა თბილისის ლოკომოტივმა მოიგო

გაუზიარე
4 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17 წლამდელთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. ანგარიში მე-14 წუთზე თემურ გაბუნიამ გახსნა. საბურთალოელებმა წონასწორობა 55-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას გოლით აღადგინეს. მე-60, 70-ე და 75-ე წუთებზე კი, ლუკა ხარძიანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ლოკომოტივს" ტიტული მოაგებინა

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 17-წლამდე ლიგის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი თასითა და მედლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვეს.