სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის გუნდი გახდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

4 დეკემბერს, თბილისის პარაოლიმპიურ ცენტრში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გორისა და ბათუმის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ცენტრალურ შეხვედრაში კი, ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში თბილისის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდმა ზესტაფონის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული პირველობა რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით პირველად ჩატარდა. აღნიშნული ტურნირის მთავარი მიზანი ამპუტანტ ფეხბურთელთა სპორტში რეგულარული ჩართულობაა რაც, თავის მხრივ, მათ ჯანსაღი და აქტიური სპორტული ცხოვრების საშუალებას აძლევს.