სიახლეები

ამპუტანტთა ლიგის ბოლო ტური

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
4 დეკემბერს, თბილისის პარაოლიმპიურ ცენტრში (ბელიაშვილის 5) საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური გაიმართება.
14:00 საათზე ერთმანეთს გორისა და ბათუმის გუნდები დაუპირისპირდებიან, ხოლო 15:00 საათზე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, სადაც უძლიერესის გამოსავლენად თბილისისა და ზესტაფონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წელს პირველად რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით ტარდება და მას სფფ და ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია უწევენ ორგანიზებას.