სიახლეები

უმაღლესი ლიგაში ბრინჯაოს პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართება

გაუზიარე

4 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართება. გულშემატკივარს ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლება, ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირების ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია განახორციელებს, თბილისის „დინამოს" და თბილისის „საბურთალოს“ შეხვედრას კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ.

ბათუმის „დინამო“ ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. წყვილის პირველი შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორივე გუნდი მოახლოვებული შეხვედრისთვის საბრძოლო შემადგენლობით ემზადება.

პლეი-ოფის მეორე შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ უმასპინძლებს. თბილისურ დერბიში ერთმანეთის წინააღმდეგ „დინამო“ და „საბურთალო“ წარსდგებიან. გუნდების პირველი საპლეი-ოფო დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო დინამოელებს გამოცდილი მცველი, უჩა ლობჟანიძე დააკლდებათ.

შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს პლეი-ოფში გამარჯვებული ორი გუნდი მცირე ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მატჩი 10 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.



დინამო ბთ - ტორპედო

ქობულეთი, "ჩელე არენა", 13:00

პირდაპირი რეპორტაჟი: აჭარის ტელევიზია

მსაჯები: დ. ხარიტონშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, კ. გიორგაძე, პ. მაჭარაძე, დ. სანოძე




დინამო თბ - საბურთალო

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ჯ. ხორავა, ბ. ჭიჭინაძე, მ. კუპატაძე, ი. ხერხაძე, გ. ვადაჭკორია, გ. კიკაჩეიშვილი

დისკვალიფიკაცია: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ)