სიახლეები

სამტრედია - ჩიხურა 2:0

გაუზიარე

3 დეკემბერს, სამტრედიაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართა.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ამავე დროს დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი სამტრედიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. გია ცეცაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. მეტოქის აქტიურობას საჩხერლებმა რამდენიმე არც თუ ისე სახიფათო შეტევით უპასუხეს. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერეში განავითარეს, დავით ჯიქიამ შესანიშნავი გადაცემით ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს კი გატანა აღარ გასჭირვებია. „სამტრედია“ ერთ გოლს არ დასჯერდა და მეტოქეს კვლავ აქტიურად უტევდა, შეტევებმა შედეგი ტაიმის მიწურულს გამოიღო, მე-40 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გადაცემა ჩაჭრა, ბურთი არაბულთან გაათამაშა და საჯარიმოში შეჭრილმა მეკარეს დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა. სამტრედიელთა ახალგაზრდა შემტევს პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.

შეხვედრის მეორე ტაიმი საჩხერის „ჩიხურას“ ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და „სამტრედია“ ძირითადად კონტრშეტევაზე თამაშობდა. კარგი შანსი ჰქონდა საბა ლობჟანიძეს - საჩხერელთა ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან ტექნიკურად დაარტყა ომარ მიგინეიშვილის კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთი მცირე მანძილთ ასცდა მიზანს. სახიფათო იყო სამტრედიელთა საჯარიმო დარტყმაც - ლაშა შერგელაშვილის შესრულებული სტანდარტი დინო ჰამზიჩმა გაჭირვებით მოიგერია.

დასასრულს, ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საპასუხო მატჩს, რომელიც 11 დეკემბერს თბილისში გაიმართება, გია ცეცაძის გუნდი კომფორტული უპირატესობით ხვდება.

სამტრედია - ჩიხურა 2:0

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი (90’ მთივლიშვილი), მანჯგალაძე (90’ ცნობილაძე), არაბული, ზივზივაძე, ჯიქია (86’ გამყრელიძე)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, განუგრავა (46’ ლექვთაძე), დობროვოლსკი, კორიფაძე, ლობჟანიძე (87’ გაბედავა), ტატანაშვილი (46’ მუმლაძე), სარდალიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები:
ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. ხარიტონაშვილი, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი

გაფრთხილება: 59’ გრიგალაშვილი, 63’ დობროვოლსკი (ორივე ჩიხურა), 71’ შერგელაშვილი (სამტრედია)

გოლები: 1:0 ზივზივაძე (18), 2:0 ზივზივაძე (40)


ვიდეო: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი