სიახლეები

მატჩის წინ: სამტრედია - ჩიხურა

გაუზიარე
3 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართება.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. ორივე გუნდმა რეგულარული სეზონი წარმატებულად ჩაატარა და საკუთარი ჯგუფი დიდი უპირატესობით მოიგო. სამტრედიელებმა ჩატარებულ 12 თამაშში 27 ქულა მოაგროვეს, საჩხერელებმა კი - 29. მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალშიც დაუპირისპირდნენ. ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გამართული შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. პენალტების სერია კი, „ჩიხურამ“ უკეთ შეასრულა და 5:3 დაამარცხა მეტოქე.

შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრა თბილისში, 11 დეკემბერს გაიმართება.
სამტრედია - ჩიხურა
სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 14:00
პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. ხარიტონაშვილი, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი