სიახლეები

სქურისა და ხობის კოლხეთის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს

გაუზიარე
2 დეკემბერს, პირველი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა.
წალენჯიხაში, სქურისა და ხობის კოლხეთის დაპირისპირება 79-ე წუთზე შეწყდა. სტუმართა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მსაჯს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა.
საკითხი განსახილველად სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს
გადაეცა, რომელიც ხვალ, 3 დეკემბერს საგანგებო სხდომას გამართავს.
2 დეკემბრის პლეი-აუტის საპასუხო მატჩების შედეგები :
ბორჯომი 7:0 ლიახვი (1:1)მერანი 6:0 სულორი (1:0)მეშახტე 2:0 ჭიათურა (4:1)