სიახლეები

თბილისში "მინი ფეხბურთის" ფესტივალი გაიმართება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

2-4 დეკემბერს, თბილისში "მინი ფეხბურთის ფესტივალი" ჩატარდება, რომელშიც რვა საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 

აღნიშნული ფესტივალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“  ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელიც მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფეხბურთში აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ახალგაზრდულ მოძრაობას „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“. ასევე დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. ამჟამად, პროექტში 300-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ამ აქვთ საშუალება აქტიურად დაკავდნენ ფეხბურთით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით,“- განაცხადა სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ახვლედიანმა. 

ფესტივალის ფინალი 4 დეკემბერს, საბურთალოს საფეხბურთო სკოლის სტადიონზე ჩატარდება.