სიახლეები

უმაღლეს ლიგაში პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა

გაუზიარე

30 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა. ორივე შეხვედრა კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის "შაპეკოენსეს" ფეხბურთელთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა თბილისურ დერბის უმასპინძლა. „საბურთალოსა“ და „დინამოს“ დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, თუმცა უშედეგოდ. საპასუხო შეხვედრა 4 დეკემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მეორე შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრა, მოლოდინისამებრ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა: ქუთაისელთა ვეტერანმა ნახევარმცველმა, შოთა ბაბუნაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მეტოქის კარი აიღო. მასპინძლებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ტაიმში მოახერხეს, 64-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ გაიტანა. გაშვებულმა ორმა გოლმა ბათუმელები არ მოადუნა და 72-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ტორპედომ“ 2:1 იმარჯვა. წყვილის საპასუხო შეხვედრა ასევე 4 დეკემბერს გაიმართება, მატჩს ქობულეთის „ჩელე არენა“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის პირველ მატჩებში ბოლნისის „სიონი“ ქობულეთს „შუქურას“ უმასპინძლებს, ლანჩხუთის „გურია“ კი, გორის „დილას“.



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=h2jib4VxkUw","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



საბურთალო - დინამო თბ 0:0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: გოშაძე, გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ნადარაია (67’ კოხრეიძე), იაშვილი, მამუჩაშვილი (87’ კარასკო), ელვინი, ფანცულაია (66’ ხუანფრი), სანტი ხარა, გონსალვესი

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

დინამო თბ: რევიშვილი, ხუბუტია, ჭელიძე, ლობჟანიძე, ლოჩოშვილი, ჯიღაური, ცინცაძე, ზარია (57’ ჩაკვეტაძე), კიტეიშვილი, დვალიშვილი (46’ თევზაძე, 84’ ნინუა)

მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

მსაჯები:
ი. კვირიკაშვილი, ი. კაკაბაძე, კ. სადილიანი, ბ. გლუშჩუკი, გ. კიკაჩეიშვილი, გ. დოგრაშვილი

გაფრთხილება: 51’ მამუჩაშვილი (საბურთალო), 78’ ლობჟანიძე, 90’ ჭელიძე (ორივე დინამო თბ)





{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=SYWW545pOF4","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



ტორპედო - დინამო ბთ 2:1

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე (58’ ფურცხვანიძე), ბაბუნაშვილი (73’ ნერგაძე), ტუღუში, ფალავანდიშვილი, კაპანაძე, საღრიშვილი (67’ ბენაშვილი)

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (85’ მარიანოვიჩი), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე (46’ ფონიავა), გოგიტიძე, ვარშანიძე (46’ გორელიშვილი), ლობჯანიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯები:
გ. ყრუაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე, ა. ბასლეჰლო, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 19’ ტუღუში (ტორპედო), 28’ ვარშანიძე, 45’ თარხნიშვილი, 48’ ფონიავა (სამივე დინამო ბთ), 53’ ქიმაძე, 60’ ფურცხვანიძე, 70’ ფალავანდიშვილი (სამივე ტორპედო)

გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (პენ) (28), 2:0 ქიმაძე (64), 2:1 შონია (72)


ფოტო: www.fctorpedo.ge