სიახლეები

ასაკობრივი ლიგები - ფინალური წყვილები ცნობილია

გაუზიარე

30 ნოემბერს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 15-წლამდე ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „სფფ აკადემიას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა აკადემიელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ ასაკობრივი გუნდები წარსდგნენ. დინამოელებმა მეტოქეს 3:0 აჯობეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

15-წლამდე ლიგის ფინალური მატჩი 4 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალურ მოედანზე 17-წლამდე ლიგის ფინალში ერთმანეთს თბილისის „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან.

ცნობილი გახდა 19-წლამდე ლიგის პლეი-ოფის ჩატარების დრო და ადგილი. 5 დეკემბერს, ნახევარფინალურ მატჩებს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 14:00 საათზე „ზუგდიდი“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, 18:00 საათზე კი, ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ შეხვდებიან.