სიახლეები

უმაღლესი ლიგა - რეგულარული სეზონი დასრულდა

გაუზიარე

26 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეთოთხმეტე ტურის მატჩები გაიმართა.


ცენტრალურ მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედომ“ ყველაზე პრინციპული მეტოქე თბილისის „დინამო“ მიიღო. შეხვედრა ტრადიციისამებრ, დაძაბული გამოდგა და თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ბედი 30-ე წუთზე დინამოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გიორგი ზარიამ გადაწყვიტა. დედაქალაქელებმა რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს, ქუთაისელებმა კი, მესამეზე.

თბილისის „ლოკომოტივმა“ ევრო-ზონაში მოხვედრა ვერ შეძლო და სეზონი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. თბილისელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და ფრედ 1:1 ითამაშეს. ანგარიში აჭარლებმა გახსნეს, 25-ე წუთზე თავი კობა შალამბერიძემ გამოიჩინა. გიორგი დევდარიანის გუნდმა წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მოახერხა, ქობულეთელთა კარი რატი არდაზიშვილმა აიღო. ამ ფრით „შუქურამ“ 12 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზე გავიდა და პლეი-აუტში მიიღებს მონაწილეობას.

ფოთის „კოლხეთმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო და ევრო-ზონის მიღმა დარჩა. მეთოთხმეტე ტურში ფოთელები გორს ესტუმრნენ და ადგილობრივ „დილასთან“ 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი, მე-17 წუთზე დავით კაპანაძემ გაიტანა. მიუხედავად გამარჯვებისა, უჩა სოსიაშვილის გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

ფოთის „კოლხეთის“ წარუმატებლობით თბილისის „საბურთალომ“ ისარგებლა და ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვებით ბრინჯაოს პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მეთოთხმეტე ტურში თბილისელები ქობულეთს ესტუმრნენ და „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი, 67-ე წუთზე ესპანელმა სანტი ხარამ გაიტანა.

უმაღლესი ლიგიდან გავარდა „ცხინვალი“. ცხინვალელები ბოლო ტურში საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდნენ და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. შეხვედრა კი, საჩხერელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. იმერელთა მხრიდან დუბლით დიმიტრი ტატანაშვილი გამოირჩა, თითო გოლი კი, გიორგი გაბედავამ და თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანეს. „ცხინვალის“ მხრიდან პრესიტიჟის გოლის ავტორი თამაზ მაქაცარია გახდა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე სოსო ფრუიძის გუნდისთვის აღნიშნული მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ საჩხერის „ჩიხურამ“ თეთრ ჯგუფში ლიდერობა და შესაბამისად საჩემპიონო მატჩებში მონაწილეობა რეგულარული სეზონის დასრულებმადე რამდენიმე ტურით ადრე მოახერხა.

საჩემპიონო მატჩების მეორე მონაწილე „სამტრედიამ“ რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრა სტუმრად „ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 5:0 დაამარცხა. ზუგდიდელთა კარი ორ-ორჯერ ბუდუ ზივზივაძემ და ბაჩანა არაბულმა აიღეს, ერთი გოლი - ჯემალ გოგიაშვილის ანგარიშზეა.

ამ შეხვედრებით უმაღლეს ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა. 30 ნოემბრიდან პლეი-ოფებისა პლეი-აუტის მატჩები დაიწყება.

საჩემპიონო მატჩებში ერთმანეთს „სამტრედია“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრები 3-11 დეკემბერს გაიმართება. ფინალური შეხვედრის წილისყრა კი, 28 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება.

ბრინჯაოს პლეი-ოფი ორ ეტაპად ჩატარდება. ნახერვაფინალური ეტაპის მატჩები 30 ნოემბერს და 4 დეკემბერს გაიმართება. მცირე ფინალში გამსვლელი გუნდები ორმატჩიანი დაპირისპირებით გაირკვევიან. ფინალური შეხვედრა კი, ერთმატჩიანი იქნება და 10 დეკემბერს შედგება.

ბრინჯაოს პლეი-ოფი

30 ნოემბერი

საბურთალო - დინამო თბ ტორპედო - დინამო ბთ

4 დეკემბერი

დინამო თბ - საბურთალო დინამო ბთ - ტორპედო

უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის მატჩები 1-6 დეკემბერს გაიმართება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდები უძლიერესთა შორის ადგილს შეინარჩუნებენ. დამარცხებულები კი, რანგით დაბალ ლიგაში დაქვეითდებიან.

პლეი-აუტი

1 დეკემბერი

სიონი - შუქურა გურია - დილა

6 დეკემბერი

შუქურა - სიონი დილა - გურია

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=GAV8zK7w9-M","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



ტორპედო - დინამო თბ 0:1

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო:
ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ფალავანდიშილი, საღრიშვილი (57’ ბაბუნაშვილი), კაპანაძე, ქიმაძე, ბურჯანაძე (63’ კვერნაძე), გურული, ბენაშვილი (71’ წილოსანი), ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დინამო თბ:
ლომაია, ლოჩოშვილი, ხუბუტია, ჭელიძე, კობოური, ნინუა (61ჩაკვეტაძე), ჭანტურიშვილი (88კუცია), კიტეიშვილი, ჯიღაური, ზარია, მიქელთაძე (81თევზაძე)

მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

მსაჯები:
ლ. სილაგავა, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 45’ ფალავანდიშვილი (ტორპედო), 58’ ჭანტურიშვილი, 68’ ჩაკვეტაძე (ორივე დინამო თბ)

გოლი: 0:1 ზარია (30)




ლოკომოტივი - შუქურა 1:1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

ლოკომოტივი:
თევდორაძე, გაბაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა, მახარაძე (46პატარკაციშვილი), კუხიანიძე, დიასამიძე, ბუღრიძე (73სპანდერაშვილი), არდაზიშვილი, კიკაბიძე (46კიკნაძე)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე (27’ კომახიძე), ჭეჟია, ჩაჩუა, არზიანი (72’ მამულაშვილი), გურული, კუტალია, შალამბერიძე (76’ კონიეჰა), ბერიაშვილი, ჯეფინიო

მთ. მწვრთნელი: გია გურული

მსაჯები:
ა. ნონიკაშვილი, ი. უკლება, ა. კოკაია, დ. ხარიტონაშვილი, ბ. ნინუა, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 64’ კუხიანიძე, 83’ დიასამიძე (ორივე ლოკომოტივი), 83’ მამულაშვილი, 90’ ადამაძე (ორივე შუქურა)

გოლები: 0:1 შალამბერიძე (27), 1:1 არდაზიშვილი (78)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=4rwyd13MlHM","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



დილა - კოლხეთი 1913 1:0

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯირიშვილი, კვახაძე, დან კოვა, ეტოუ, სამხარაძე, რაზმაძე, ერისთავი (58’ ქარქუზაშვილი), წიქარიძე (68’ გელაშვილი), ნონიკაშვილი, ელიაური, კაპანაძე (78’ კალანდარიშვილი)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

კოლხეთი 1913: ძაგანია, რამალდანოვი, კილასონია, ჩაკვეტაძე, ოზარკივი, კერძევაძე, ჟიშკარიანი, ლუკავა, ჯღამაია (45’ შალიკაშვილი), კოკაია (46’ ქებურია), ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, გ. ელიკაშვილი, გ. დოგრაშვილი

გაფრთხილება: 45’ კერძევაძე (კოლხეთი 1913), 58’ ნონიკაშვილი, 90’ კალანდარიშვილი (ორივე დილა)

გაძევება: 49’ კვახაძე (დილა), 49’ რამალდანოვი (კოლხეთი 1913)

გოლი: 1:0 კაპანაძე (18)



დინამო ბთ - საბურთალო 1:1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

დინამო ბთ: ტიმოფეევი, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (88’ ჭკუასელი), ტვილდიანი, შონია თარხნიშვილი, ქავთარაძე (72’ გორელიშვილი), გოგიტიძე, ფონიავა (82’ თევდორაძე), ვარშანიძე, ლობჯანიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

საბურთალო: გოშაძე, გრიგალაშვილი, ხოსე კარასკო, ჩაბრაძე, იაშვილი, ხარაიშვილი, მამუჩაშვილი, ელვინი, ფანცულაია (84’ სოფრომაძე), სანტი ხარა (87’ ბუხაიძე), გონცალვესი (80’ კოხრეიძე)

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ი. მაჩიტიძე, მ. კუპატაძე, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 53’ ხარაიშვილი, 56’ ჩაბრაძე (ორივე საბურთალო), 59’ შონია (დინამო ბთ)

გოლი: 0:1 სანტი ხარა (77)



ჩიხურა - ცხინვალი 4:1

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, განუგრავა, ლექვთაძე (61’ დეკანოიძე), კორიფაძე, გაბედავა, მუმლაძე (56’ ტატანაშვილი), სარდალიშვილი (73’ ლობჟანიძე)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ცხინვალი: ნადირაძე, თომაშვილი (67’ გელაშვილი), მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, გაბრიჩიძე (60’ მაქაცარია), დვალი, კახელიშვილი, შინდაგორიძე (84’ ფირცხალავა)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ბერულავა, ს. სპიცინი, ა. ბასლეჰლო

გოლები: 1:0 გაბედავა (29), 2:0 ტატანაშვილი (63), 3:0 ტატანაშვილი (70), 3:1 მაქაცარია (71), 4:1 გორგიაშვილი (90)


ზუგდიდი - სამტრედია 0:5

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“

ზუგდიდი: ზარქუა, სუხომლინოვი, ნარმანია, ჩუკვურა, ბეჭვაია, ზოზულია (46’ ქანთარია), ტყემალაძე (68’ ბუკია), სიხარულია, სამუშია (81’ შეველი), იოსელიანი, კოხია

მთ. მწვრთნელი: ლევან მიქაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი (59’ ნინუა), მთივლიშვილი, ახალაძე, იმედაშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი (68’ გამყრელიძე), მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე, ჯიქია (69’ მარკოზაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ახვლედიანი, კ. სადილიანი, დ. სანოძე

გოლები: 1:0 ზივზივაძე (3), 2:0 არაბული (24), 3:0 გოგიაშვილი (48), 4:0 არაბული (54), 5:0 ზივზივაძე (63)


ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fcloco.ge, www.fcdila.ge, www.fcsaburtalo.ge, www.fcchikhura.ge