სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მეცამეტე ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

18, 19 და 20 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგა. „ცხინვალმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. ანგარიში მე-16 წუთზე ბექა ტუღუშმა გახსნა, სტუმართა შემტევმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება. ქუთაისელებმა უპირატესობის განმტკიცება 30-ე წუთზე მოახერხეს, გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძე გახდა. „ცხინვალმა“ ანგარიშის შემცირება მეორე ნახევარში მოახერხა, 57-ე წუთზე თავი ბაქარ ქარდავამ გამოიჩინა. ამ გამარჯვებით ქუთაისის „ტორპედომ“ 15 ქულა მოაგროვა და თეთრ ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, „ცხინვალს“ კი, კვლავ 9 ქულა აქვს ბოლო ადგილზეა.

საჩხერის „ჩიხურამ“ სტუმრად ლანჩხუთის „გურია“ 2:0 დაამარცხა. ლანჩხუთელთა კარი 65-ე და 86-ე წუთებზე, შესაბამისად თორნიკე მუმლაძემ და ლევან კაკუბავამ აიღეს. ამ მარცხით ლანჩხუთელებმა უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები მკვეთრად შეიმცირეს, მათ 11 ქულა აქვთ და ბოლო ტურში სხვა მატჩების შედეგზე არიან დამოკიდებული. საჩხერელთათვის კი ამ გამარჯვებას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგანაც მათ თეთრ ჯგუფში ლიდერობა უკვე გაინაღდეს.

დამაჯერებლად მოიგო თბილისური დერბი „დინამომ“. ვიაჩესლავ გროზნის გუნდმა საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი „ლოკომოტივი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა მეტოქე. მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა 35-ე წუთზე მოახერხეს, ჯიღაურმა მეკარესთან პირისპირ პაპუნაშვილი დატოვა, ამ უკანსკნელს კი ხელსაყრელი სიტუაციიდან გატანა არ გასჭირვებია. დინამოელებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს, 54-ე წუთზე მეტოქის კარი ჭანტურიშვილმა აიღო. მესამე გოლი 61-ე წუთზე გავიდა, ჯაბა ჯიღაურმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და ბექა მიქელთაძეს გაატანინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში თავად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დააფიქსირა, 79-ე წუთზე ჯიღაურმა საკუთარი გუნდის სწრაფი იერიში დააგვირგვინა.

გორის „დილამ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. გორელები სტუმრად საკუთრი ჯგუფის ლიდერს, „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. სატურნირო მნიშვნელობიდან გამომდინარე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, საკუთარ კარში ბურთი გიული მანჯგალაძემ ჩაჭრა. საბოლოო ანგარიში პირველი ტაიმში დაფიქსირდა, გოლი გორელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ნიკა ელიაურმა გაიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანაგრიში აღარ შეცვლილა და უჩა სოსიაშვილის გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა.

ზედიზედ ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ დამარცხდა ბოლნისის „სიონი“. ბოლნისელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და 0:3 დამარცხდნენ. გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთ-თრიკით ელგუჯა ლობჯანიძე გამოირჩა. აჭარელთა შემტევმა მეტოქის კარი 41-ე, 65-ე და 76-ე წუთებზე აიღო. ამ გამარჯვებით „დინამომ“ წითელ ჯგუფში როგორც მინიმუმ მესამე ადგილი გაინაღდა, „სიონმა“ კი უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა და პლეი აუტში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის „საბურთალომ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ზუგდიდს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ანგარიში 34-ე წუთზე საბურთალოელთა ფრანგმა ლეგიონერმა, გონსალვეს ნოგეირამ გახსნა. ზუგდიდელებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში მოახერხეს, 57-ე წუთზე ბექა ქურდაძის კარი დიმიტრი ზოზულიამ აიღო. თბილისურმა კლუბმა სამი ქულის მოპოვება მატჩის მიწურულს მოახერხა. ჯერ 81-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა დააწინაურა საკუთარი გუნდი შემდეგ კი, 83-ე წუთზე ესპანელმა, სანტი ხარამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ მარცხით „ზუგდიდმა“ უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი დაკარგა, „საბურთალომ“ კი 16 ქულა მოაგროვა და მისი ბედი ბოლო ტურში გადაწყდება.

უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო, მეთოთხმეტე ტურის მატჩები 26 ნოემბერს გაიმართება.


ცხინვალი - ტორპედო 1:2

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი (35’ თომაშვილი), ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (46’ შინდაგორიძე), სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე (79’ მაქაცარია), დვალი, კახელიშვილი

მთ. მწვრთნელი:
კახა კაჭარავა

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ნერგაძე, ბაბუნაშვილი, დოლიძე (57’ ბენაშვილი), ტუღუში (81’ ენდელაძე), ფალავანდიშვილი (62’ კაპანაძე)

მთ. მწვრთნელი:
კახა ჩხეტიანი

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, დ. ჩიგოგიძე, დ. სანოძე, გ. ყრუაშვილი, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 69’ ცერცვაძე, 72’ ბაჩიაშვილი (ორივე ცხინვალი),  77’ გურული (ტორპედო), 87’ შინდაგორიძე (ცხინვალი)

გოლები: 0:1 ტუღუში (16), 0:2 კაპანაძე (30), 1:2 ქარდავა (57)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=gPrPPKcKslE","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

 

გურია - ჩიხურა 0:2

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო (87’ ბარბაქაძე), კირკიტაძე (58’ ფელიპე), ჭეჭელასვილი, ჭედია, იმნაძე (46’ დინიზი), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი (83’ რეხვიაშვილი), ლექვთაძე (66’ ტატანაშვილი), ს. ლობჟანიძე, მუმლაძე (66’ სარდალიშვილი)

მთ. მწვრთნელი:
სოსო ფრუიძე

მსაჯები:
დ. ხარიტონაშვილი, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: 69’ დობროვოლსკი, 83’ კაშია, 85’ რეხვიაშვილი (სამივე ჩიხურა)

გოლები:
0:1 მუმლაძე (65), 0:2 კაკუბავა (86)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=2DJFEEAl-Ck","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



დინამო თბ - ლოკომოტივი 4:0

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დონამო თბ: რევიშვილი, ხუბუტია, უ. ლობჟანიძე, რენე, ლოჩოშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი (82’ ნინუა), კიტეიშვილი (85’ ჩაკვეტაძე), მიქელთაძე (76’ ზარია)

მთ. მწვრთნელი:
ვიაჩესლავ გროზნი

ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, მახარაძე, გეთიაშვილი, ჩიტეიშვილი (60’ კიკნაძე), კლიმიაშვილი (79’ ქიქავა), კუხიანიძე, დიასამიძე, უბილავა, არდაზიშვილი (54’ ვაწაძე), ზარანდია

მთ. მწვრთნელი:
გიორგი დევდარიანი

მსაჯები:
გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 69’ მახარაძე, 74’ ზარანდია (ორივე ლოკომოტივი), 82’ რენე (დინამო თბ)

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (35), 2:0 ჭანტურიშვილი (54), 3:0 მიქელთაძე (61), 4:0 ჯიღაური (79)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=vqnZBZMRc-k","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სამტრედია - დილა 0:2

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია: მეშველიანი, გოგიაშვილი (70’ ცნობილაძე), სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე, ჯიქია (82’ მარკოზაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

დილა: მუჯირიშვილი, კვახაძე, ღონღაძე, დან კოვა, ეტუ, რაზმაძე, ერისთავი (58’ ლომიძე), წიქარიძე, კალანდარიშვილი (73’ ჩახვაშვილი), ნონიკაშვილი, ელიაური (84’ ბიასადილა)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: ბ. ნინუა, მ. კუპატაძე, ი. მაჩიტიძე, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 23’ რაზმაძე, 48’ ელიაური, 50’, 52’ ღონღაძე (სამივე დილა), 58’ მანჯგალაძე, 90’ დათუნაიშვილი (ორივე სამტრედია)

გოლები: 0:1 მანჯგალაძე (ს.კ) (26), 0:2 ელიაური (31)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=Slo_ucW9iCg","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სიონი - დინამო ბთ 0:3

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, თოთაძე, კასრაძე, ძარია, ვასაძე (73’ სუშკინი), ჟადერი, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (61’ კობახიძე), სიხარულიძე, ვოლკოვი (83’ აფხაზავა)

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიასვილი, გეგეჭკორი (68’ ჭკუასელი), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, გოგიტიძე, გორელიშვილი (46’ ფონიავა), ლობჯანიძე (81’ თევდორაძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. ვარამიშვილი, ა. აფციაური, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 34’ გეგეჭკორი, 69’ კვირკველია (ორივე დინამო ბთ)

გოლები: 0:1 ლობჯანიძე (37), 0:2 ლობჯანიძე (66), 0:3 ლობჯანიძე (76)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=xuQHY7WDgjc","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



საბურთალო - ზუგდიდი 3:1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: ქურდაძე, გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ნადარაია, იაშვილი, ხარაიშვილი, მამუჩაშვილი (71’ კოხრეიძე), ფანცულაია (64’ ბუხაიძე), სანტი ხარა, გონსალვესი (83’ ხოსე კარასკო)

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, სუხომლინოვი, ქანთარია, ბეჭვაია (81’ ჭანტურია), ზოზულია, ტყემალაძე, სიხარულია, სამუშია, ხოხია, ლაშხია (64’ ჩუკვურა), ერმაჩენკო (45’ ნარმანია)

მთ. მწვრთნელი: ლევან მიქაძე

მსაჯები: ს. სილაგავა, ლ. თოდრია, დ. კურტანიძე, გ. დოგრაშვილი

გაფრთხილება: 24’ ლაშხია, 40’ ტყემალაძე, 59’ სამუშია (სამივე ზუგდიდი), 72’ მარგველაშვილი (საბურთალო), 89’ ქანთარია (ზუგდიდი)

გოლები: 1:0 გონსალვესი (34), 1:1 ზოზულია (57), 2:1 ხარაიშვილი (81), 3:1 სანტი ხარა (83)


ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.dinamobatumi.com, www.fcdila.ge, www.fcchikhura.ge