სიახლეები

სამტრედია - დილა 0:2

გაუზიარე
19 ნოემბერს უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის მეცამეტე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა.

გორის „დილამ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. გორელები სტუმრად საკუთრი ჯგუფის ლიდერს, „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. სატურნირო მნიშვნელობიდან გამომდინარე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, საკუთარ კარში ბურთი გიული მანჯგალაძემ ჩაჭრა. საბოლოო ანგარიში პირველი ტაიმში დაფიქსირდა, გოლი გორელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ნიკა ელიაურმა გაიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანაგრიში აღარ შეცვლილა და უჩა სოსიაშვილის გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა.

უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 20 ნოემბერს გაიმართება.

სამტრედია - დილა 0:2

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია: მეშველიანი, გოგიაშვილი (70’ ცნობილაძე), სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე, ჯიქია (82’ მარკოზაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

დილა: მუჯირიშვილი, კვახაძე, ღონღაძე, დან კოვა, ეტუ, რაზმაძე, ერისთავი (58’ ლომიძე), წიქარიძე, კალანდარიშვილი (73’ ჩახვაშვილი), ნონიკაშვილი, ელიაური (84’ ბიასადილა)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: ბ. ნინუა, მ. კუპატაძე, ი. მაჩიტიძე, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 23’ რაზმაძე, 48’ ელიაური, 50’, 52’ ღონღაძე (სამივე დილა), 58’ მანჯგალაძე, 90’ დათუნაიშვილი (ორივე სამტრედია)

გოლები: 0:1 მანჯგალაძე (ს.კ) (26), 0:2 ელიაური (31)