სიახლეები

თასის ფინალის ბილეთები მატჩის დღეს 10:00 საათიდან გაიყიდება

გაუზიარე

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის ბილეთების გაყიდვა 22 ნოემბერს, 10:00 ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყება.ბილეთების ფასი 2 და 3 ლარია. ფინალში მონაწილე კლუბებს გულშემატკივართათვის საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცემათ.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონში 22 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.