სიახლეები

უმაღლესი ლიგა - თეთრი ჯგუფი

გაუზიარე
18 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფის მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგა. „ცხინვალმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. ანგარიში მე-16 წუთზე ბექა ტუღუშმა გახსნა, სტუმართა შემტევმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება. ქუთაისელებმა უპირატესობის განმტკიცება 30-ე წუთზე მოახერხეს, გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძე გახდა. „ცხინვალმა“ ანგარიშის შემცირება მეორე ნახევარში მოახერხა, 57-ე წუთზე თავი ბაქარ ქარდავამ გამოიჩინა. ამ გამარჯვებით ქუთაისის „ტორპედომ“ 15 ქულა მოაგროვა და თეთრ ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, „ცხინვალს“ კი, კვლავ 9 ქულა აქვს ბოლო ადგილზეა.

დღის მეორე შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურამ“ სტუმრად ლანჩხუთის „გურია“ 2:0 დაამარცხა. ლანჩხუთელთა კარი 65-ე და 86-ე წუთებზე, შესაბამისად თორნიკე მუმლაძემ და ლევან კაკუბავამ აიღეს. ამ მარცხით ლანჩხუთელებმა უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები მკვეთრად შეიმცირეს, მათ 11 ქულა აქვთ და ბოლო ტურში სხვა მატჩების შედეგზე არიან დამოკიდებული. საჩხერელთათვის კი ამ გამარჯვებას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგანაც მათ თეთრ ჯგუფში ლიდერობა უკვე გაინაღდეს.

დამაჯერებლად მოიგო თბილისური დერბი „დინამომ“. ვიაჩესლავ გროზნის გუნდმა საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი „ლოკომოტივი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა მეტოქე. მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა 35-ე წუთზე მოახერხეს, ჯიღაურმა მეკარესთან პირისპირ პაპუნაშვილი დატოვა, ამ უკანსკნელს კი, ხელსაყრელი სიტუაციიდან გატანა არ გასჭირვებია. დინამოელებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს, 54-ე წუთზე მეტოქის კარი ჭანტურიშვილმა აიღო. მესამე გოლი 61-ე წუთზე გავიდა, ჯაბა ჯიღაურმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და ბექა მიქელთაძეს გაატანინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში თავად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დააფიქსირა, 79-ე წუთზე ჯიღაურმა საკუთარი გუნდის სწრაფი იერიში დააგვირგვინა. ამ გამარჯვებით თბილისის
„დინამომ“ მეორე ადგილი გაინაღდა, „ლოკომოტივმა“ კი, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ევრო-ზონაში მოხვედრის შანსები შეიმცირა.

უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა 19-20 ნოემბერს გაიმართება.

ცხინვალი - ტორპედო 1:2

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი (35’ თომაშვილი), ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (46’ შინდაგორიძე), სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე (79’ მაქაცარია), დვალი, კახელიშვილი

მთ. მწვრთნელი:
კახა კაჭარავა

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ნერგაძე, ბაბუნაშვილი, დოლიძე (57’ ბენაშვილი), ტუღუში (81’ ენდელაძე), ფალავანდიშვილი (62’ კაპანაძე)

მთ. მწვრთნელი:
კახა ჩხეტიანი

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, დ. ჩიგოგიძე, დ. სანოძე, გ. ყრუაშვილი, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 69’ ცერცვაძე, 72’ ბაჩიაშვილი (ორივე ცხინვალი),  77’ გურული (ტორპედო), 87’ შინდაგორიძე (ცხინვალი)

გოლები: 0:1 ტუღუში (16), 0:2 კაპანაძე (30), 1:2 ქარდავა (57)


გურია - ჩიხურა 0:2

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო (87’ ბარბაქაძე), კირკიტაძე (58’ ფელიპე), ჭეჭელასვილი, ჭედია, იმნაძე (46’ დინიზი), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი (83’ რეხვიაშვილი), ლექვთაძე (66’ ტატანაშვილი), ს. ლობჟანიძე, მუმლაძე (66’ სარდალიშვილი)

მთ. მწვრთნელი:
სოსო ფრუიძე

მსაჯები:  
დ. ხარიტონაშვილი, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: 69’ დობროვოლსკი, 83’ კაშია, 85’ რეხვიაშვილი (სამივე ჩიხურა)

გოლები:
0:1 მუმლაძე (65), 0:2 კაკუბავა (86)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=2DJFEEAl-Ck","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



დინამო თბ - ლოკომოტივი 4:0

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დონამო თბ: რევიშვილი, ხუბუტია, უ. ლობჟანიძე, რენე, ლოჩოშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი (82’ ნინუა), კიტეიშვილი (85’ ჩაკვეტაძე), მიქელთაძე (76’ ზარია)

მთ. მწვრთნელი:
ვიაჩესლავ გროზნი

ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, მახარაძე, გეთიაშვილი, ჩიტეიშვილი (60’ კიკნაძე), კლიმიაშვილი (79’ ქიქავა), კუხიანიძე, დიასამიძე, უბილავა, არდაზიშვილი (54’ ვაწაძე), ზარანდია

მთ. მწვრთნელი:
გიორგი დევდარიანი

მსაჯები:
გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 69’ მახარაძე, 74’ ზარანდია (ორივე ლოკომოტივი), 82’ რენე (დინამო თბ)

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (35), 2:0 ჭანტურიშვილი (54), 3:0 მიქელთაძე (61), 4:0 ჯიღაური (79)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=4jdMtjX9ADk","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}