საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 22 ნოემბერს, 19:00 ზე გაიმართება.
ტიტულისათვის ქუთაისის „ტორპედო“ და პირველლიგელი მარტვილის „მერანი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მედიის საყურადღებოდ: თასის ფინალზე მედია აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. მატჩის აკრედიტაციის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], სადაც აღნიშნული იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია. აკრედიტაციის მოთხოვნა 20 ნოემბრამდე შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 599 945 975.
გაუზიარე