სიახლეები

19-წლამდე საერთაშორისო ოთხთა ტურნირის დასკვნითი დღე

გაუზიარე
14 ნოემბერს, 15:00 საათზე 19-წლამდელთა საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ბოლო ტური გაიმართება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებები შეხვდებიან, ხოლო სათადარიგო მოედანზე ესპანეთისა და საფრანგეთის დაპირისპირება შედგება.
მატჩების შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს დავით ყიფიანის სახელობის, ხოლო ტურნირის ბომბარდირს რამაზ შენგელიას სახელობის პრიზს გადასცემენ.