სიახლეები

პირველი ლიგა - მე-16 ტური

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-16 ტური „გაგრასთვის“ და წყალტუბოს „სამგურალისთვის“ წარმატებული გამოდგა.

გაგრელებმა სტუმრად „ბორჯომი“ დაამარცხეს 2:1 და პირველი ლიგის წითელ ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდეს.

ასევე გასვლაზე ითამაშა „სამგურალმა“. წყალტუბოელები ტყიბულს ესტუმრნენ და უშუალო კონკურენტი, „მეშახტე“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით გუნდმა 29 ქულა მოაგროვა და თეთრ ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლა გაინაღდა.

პირველი ლიგის მე-16 ტურის დარჩენილი შეხვედრების შედეგები:

13 ნოემბერი
თეთრი ჯგუფი:

მერანი - იმერეთი 1:0რუსთავი - მარკ სტარსი 4:2ლიახვი - კოლხეთი ხ 2:2
წითელი ჯგუფი:

სქური - საპოვნელა 0:2ვიტ-ჯორჯია - გარდაბანი 2:0სულორი - ოდიში 1919 3:2