11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა „დინამო არენაზე“ მოლდოვას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-16 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, სტუმრებმა კი, წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მოახერხეს, გოლის ავტორი გაცკანი გახდა.
ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდა: ავსტრია-ირლანდია 0:1, უელსი-სერბეთი 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს 24 მარტს, საკუთარ მოედანზე სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო - მოლდოვა 1:1
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
საქართველო: ლორია, კაშია, კვერკველია, დაუშვილი, ყაზაიშვილი (80’ სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64’ კანკავა), გვილია (71’ დვალიშვილი), კაკაბაძე, ნავალოვსკი
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მოლდოვა: ჩებანუ, პოსმაკი, იარდანი, ეპურეანუ, რაკუ (41’ გოლოვატენკო), გაჩანი, ბორდიანი, ბოლოჰანი, მიჰაილოვი (77’ ანდრონიკი), სიდორენკო (ანტონიუკი), ბუგაევი
მთ. მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
მსაჯები: გეორგი კაბაკოვი (ბულგარეთი), მარტინ მარგარიტოვი (ბულგარეთი), მარტინ ვენევი (ბულგარეთი), ნიკოლა პოპოვი (ბულგარეთი)
გაფრთხილება: 24’ დაუშვილი, 26’ მიჰაილოვი, 56’ ბორდიანი, 84’ ოქრიშვილი, 90’ იარდანი
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (16), 1:1 გაცკანი (78)
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე