სიახლეები

19-წლამდე ოთხთა საერთაშორისო ტურნირის მეორე ტური

გაუზიარე

11 ნოემბერს, 19-წლამდე საერთაშორისო ოთხთა ტურნირის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ესპანეთის 19-წლამდე ნაკრები ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ესპანელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, 43-ე წუთზე თანაგუნდელის ფლანგურ გადაცემას ვან როოიენი გამოეხმაურა და ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში. მატჩის მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა ესპანელებმა მოიპოვეს და ჰოლანდიელთა კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს. შეტევებმა შედეგი 79-ე წუთზე გამოიღო, თავური დარტყმით წონასწორობა შეცვლაზე შემოსულმა, ხენარომ აღადგინა. დარჩენილ დროში აპენინელებმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტი ზუსტად ალექს მარტინმა შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებს 6 ქულა მოუგროვდა და ტურნირის მოსაგებად ბოლო ტურში საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებთან ფრეც ჰყოფნის.


ესპანეთი - ჰოლანდია 2:1

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

ესპანეთი: ფერნანდესი, ბუნიუელი, კუკურელა, ალექს
მარტინი, კასტანიო, ალენია (67’ ხენარო), მბულა (71’ პოსო), ნავარო (46’ ნსანგი), ოსკარი (46’ პეინადო), ვაია (67’ მანუელ გარსია), აბდელკადერი (83’ გალარდონი)

მთ. მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

ჰოლანდია: ნიჰუისი, ზეეფუიკი (46’ ფლორანუსი), დე ლიგტი, კოოპმეინერსი (62’ დე ვიტი), კლუივერტი (80’ ჩონგი), ჰუგმა, ვინდალი, ვან როოინენი (70’ დილროსუნი), ვეერმანი (62’ ბილეველდი), დუინი (70’ სიერჰუისი), ველანასი

მთ. მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი

გოლები: 0:1 ვან როოიენი (43), 1:1 ხენარო (79), 2:1 ალექს მარტინი (პენ) (90)

გაფრთხილება: 20’ კოოპმეინერსი, 40’ ჰუგმა, 90’ დე ლიგტი

მსაჯები: ტიჰომირ პეინი (ხორვატია), ბოიან ზობენიცა (ხორვატია), დავით ჩიგოგიძე (საქართველო), გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=xTvpvi1NKp8","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}




დღევანდელი სათამაშო დღის მეორე მატჩში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ოთხთა საერთაშორისო ტურნირის მეორე ტურში საფრნაგეთს გორში უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. გიორგი ყიფიანის გუნდმა ოთხიდან ორი გოლი პენალტით გაუშვა. ესპანეთისგან განსხვავებით, საფრანგეთთან ქართველებს შედარებით ცოტა შანსი მიეცათ, მეტოქემ კი შეცდომები არ აპატია. პირველი ტურის დარად, მწვრთნელმა ამჯერადაც ბევრ მოთამაშეს მისცა თამაშის შანსი.

საქართველო
- საფრანგეთი0:4

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი (კიკალიშვილი 54), ბულუხაძე, კუცია (სამურკასოვი 55), კობოური, ფოჩხუა (ქოჩორაშვილი 46), არაბიძე (ვარძელაშვილი 46), ჩოგაძე (არველაძე 67), ხუბაშვილი, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე (საღრიშვილი 55)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

საფრანგეთი: მაისონიალი, დანგერი, სუისი, სისაკო (კალეგარი 68), მაკენგო (რუისი 67), ჟანვიერი (ადელაიდე 80), იკონე (ოსეი 60), კლოდ-მორისი (ბუტობა 79), ფიშერი (ფიშერი 83), კარამო (ედუარდი 60), ამიან ადუ

მთ. მწვრთნელი: ჟან-კლოდ ჟიუნტინი

გოლები: 0:1 იკონე (14), 0:2 ჟანვიერი (45+2 პენ.), 0:3 კარამო (51 პენ), 0:4 ედუარდი (90)

გაფრთხილება: კუცია (30), ხუბაშვილი (40)

მსაჯები: ნ. დაბანოვიჩი (მონტენეგრო), ნ. ვუიოვიჩი (მონტენეგრო), ვ. ლამპროუ (საბერძნეთი), ხ. კალოგეროპულოსი (საბერძნეთი)

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=o0C2a7gMRgU","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}