სიახლეები

ალექსანდრე ამისულაშვილი ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
12 ნოემბერს, დინამო არენაზე, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის დაწყებამდე, 20:40 წთ. ალექსანდრე ამისულაშვილის ეროვნული ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ამისულაშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარს დინამო არენას მედია-ცენტრში გააკეთებს.
ალექსანდრე ამისულაშვილი 15 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს საქართველო - სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. 15-წლიანი სანაკრებო კარიერა ალექსანდრე ამისულაშვილმა 2016 წლის 5 სექტემბერს დაასრულა. საქართველო-ავსტრიის შეხვედრაში ალექსანდრემ კაპიტნის სამკლაურით ითამაშა.