10 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ამხანაგური მატჩი გამართა. ჯვაროსნების მეტოქე უმაღლესლიგელი „საბურთალო“ იყო. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საბურთალოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. დუბლით გიორგი ფანცულაია გამოირჩა. ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა, თბილისელთა შემტევმა ფლანგიდან ცენტრისკენ შემოიწია და მოჭრილი დარტყმით მეკარისგან შორეულ ცხრიანში გადაგზავნა ბურთი. მეორე გოლი, 56-ე წუთზე გავიდა „საბურთალოს“ სწრაფი კონტრშეტევა კვლავ ფანცულაიამ დააგვირგვინა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 14 ნოემბერს ქუთაისში, ადგილობრივი „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო U21 - საბურთალო 0:2
თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“
საქართველო U21: ქურდაძე, ჩაჩუა (63’ ხარაიშვილი), თოლორდავა (63’ ტაბიძე), მარგველაშვილი (63’ ჭიჭინაძე), თევზაძე, ჩაბრაძე, ზარია, ბარბაქაძე (46’ ნადარაია), ბერიძე (46’ მამუჩაშვილი), ჭანტურია (63’ ზარანდია), იმნაძე
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, ელვინი (78’ მოლაშვილი), კოხრეიძე (65’ ნიკოლეიშვილი), ფანცულაია, სოფრომაძე, რუხაძე (56’ გვარაძე), ბუხაიძე, ხუანფრი (65’ ივანიაძე)
მსაჯები: პ. მაჭარაძე, ა. კოკაია, ბ. ჟვანია
გაფრთხილება: 30’ თოლორდავა, 57’ იაშვილი
გოლები: 0:1 ფანცულაია (37), 0:2 ფანცულაია (56)
გაუზიარე