უკვე ცნობილია საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებთა ოფიციალური განრიგი:
11 ნოემბერი, პარასკევი 16.00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - სასტუმრო "ჰუალინგი" 16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)
18.30 მოლდოვას ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - "დინამო არენას" მედია ცენტრი 19.00 მოლდოვას ნაკრების ვარჯიში - „დინამო არენა“ (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ, საქართველო-მოლდოვას აკრედიტაციები 11 ნოემბერს, სასტუმრო „ჰუალინგში“ 15 საათიდან 16 საათამდე და „დინამო არენას“ მედია ცენტრში 18 საათიდან 20 საათამდე გაიცემა.


