დღეს თბილისში დაიწყო ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 19-წლამდე ნაკრებებს შორის.
ტურნირის პირველ მატჩში საფრანგეთი და ჰოლანდია მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ჰოლანდიელები უფრო აქტიურობდნენ და 21-ე წუთზე "აიაქსის" თავდამსხმელმა კაი სიერჰიუსმა თავურით შეაგდო. შესვენების შემდეგ უკვე ფრანგები ათამაშდნენ და "რენის" ნახევარმცველმა ნიკოლას ჟანვიერმა აღადგინა წონასწორობა.
ჰოლანდია - საფრანგეთი 1:1
თბილისი, „მიხეილ მესხი 2“
ჰოლანდია: ბილოუ, ზეეფუიკი, კნოესტერი, კაროლინა, დე ვიტი, დილორსუნი (90’ ვან როოიენი), კოოპმეინერსი, სიერჰუისი (59’ დუინი), ბეილევდი (81’ ველანასი), ჩონგი (71’ კლუივერტი), ფლორანუსი
მთ. მწვრთნელი: მაარტენ სტელეკენბურგი
საფრანგეთი: მიზონიალი, დუნჟერი, მუსა, სუისი (90’ ფიშერი), სისაკო (60’ ჟანვიერი), ბუტობა, რუისი (70’ მაკენგო), მბაპე (70’ კლოდ-მორისი), რეინე-ადელაიდე (81’ ოსეი), ედუარდი (60’ იკონე), ადუ
მთ. მწვრთნელი: ჟან-კლოდ ჟუტინი
მსაჯები: ხარალამბოს კალოგეროპულოსი (საბერძნეთი), ვასილეიოს ლამპრუ (საბერძნეთი), დავით ჩიგოგიძე (საქართველო), გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)
გაფრთხილება: 36’ რუისი, 90’ კნოესტერი
გოლები: 1:0 სიერჰუისი (21), 1:1 ჟანვიერი (63)
{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=_4ts_8CCEXA","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ტურნირის მეორე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყო და ესპანეთმა 3:0 დაამარცხა საქართველო.
"ბარსელონას" საყრდენმა და ნაკრების კაპიტანმა, კარლეს ალენიამ პირველივე წუთზე შეძლო ანგარიშის გახსნა, რასაც ასევე ბარსელონელმა ხორდი მბოულამ დუბლი მიაყოლა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა რამდენჯერმე მწვავედ შეუტია მეტოქეს, თუმცა ყველაზე ახლოს გოლთან გიორგი არაბიძე იყო - მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა.
საქართველო - ესპანეთი 0:3
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, კუცია (77’ ვარძელაშვილი), კობოური, ფოჩხუა (59’ ქოჩორაშვილი), არაბიძე (77’ არველაძე), ხუბაშვილი, კვანტალიანი (46’ ჩოგაძე), ხარაბაძე (81’ ბულუხაძე), ჩაკვეტაძე (77’ სამურკასოვი), ქავთარაძე (59’ საღრიშვილი)
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ესპანეთი: ლორენტე, ბუნიუელი (80’ სასეტა), მარტინი, ალენია (68’ პეინადო), მბულა (59’ ნსანგი), ნავარო (68’ ალკონი), ოსკარი (59’ გარსია), გალარდონი, პოსო (59’ აბდელკადერი), გორდონი, ჯენარო (75’ ვაია)
მთ. მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
მსაჯები: ნიკოლა დაბანოვიჩი (მონტენეგრო), ნიკოლა ვუიოვიჩი (მონტენეგრო), ბოიან ზობენიცა (ხორვატია), ტიჰომირ პეინი (ხორვატია
გაფრთხილება: 70’ კუცია, 74’ ჯენარო, 90’ არველაძე
გოლები: 0:1 ალენია (1), 0:2 მბულა (28), 0:3 მბულა (54)
{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=IXdlaFtMO3k","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
მომდევნო ტური 11 ნოემბერს გაიმართება: 12 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ესპანეთი და ჰოლანდია ითამაშებენ, გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" კი 15 საათზე საქართველო საფრანგეთს უმასპინძლებს.
საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ცხრილი და კალენდარი