სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციის რჩეული სააგენტო "Windfors" გახდა

სფფ
გაუზიარე

ახალგაზრდული კონკურსის „Eurobest”-ის ფარგლებში, რომელიც რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში საუკეთესოს გამოსავლენად ტარდება, საქართველოს ახალგაზრდა მარკეტერებსა და რეკლამის სფეროს წარმომადგენლებს სპეციალური დავალება მიეცათ - შეექმნათ საუკეთესო მარკეტინგული კამპანია, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლესი ლიგის თამაშებზე მაყურებლის მოზიდვა იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რჩეული სააგენტო "Windfors" გახდა. 

ნიკოლოზ ჯღარკავამ ახალგაზრდა მარკეტერებს სფეროს განვითარების ხედვა გააცნო და ფეხბურთზე, როგორც მარკეტინგისა და სარეკლამო ბაზრისთვის მიმზიდველ პროდუქტზე ისაუბრა. ნიკა ჯღარკავამ ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება და ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის კომერციული სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაც აღნიშნა.