სიახლეები

ვიტ ჯორჯიამ პირველი ლიგის წითელი ჯგუფი მოიგო

გაუზიარე
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-15 ტური წარმატებული გამოდგა თბილისის "ვიტ ჯორჯიასთვის". ვეტერინარებმა სტუმრად 0:0 ითამაშეს თერჯოლის "საპოვნელასთან" და წითელი ჯგუფის ლიდერობა 3 ტურით ადრე გაინაღდეს.
ამავე ჯგუფში გაირკვა ბოლოადგილოსანიც - "გარდაბანს" ვანის "სულორთან" 3:1 მოგებამ საპლეიოფო შანსი მაინც ვეღარ შეუნარჩუნა.
სამაგიეროდ, ჯერაც არაფერი გადაწყვეტილა თეთრ ჯგუფში: ლიდერებშიც და საპლეიოფო ზონაშიც დაძაბული ვითარებაა.
8 ნოემბერი
თეთრი ჯგუფი:
კოლხეთი (ხ) 2:0 მეშახტეიმერეთი 5:1 ლიახვი
წითელი ჯგუფიჭიათურა 2:1 ბორჯომისაპოვნელა 0:0 ვიტ ჯორჯიაგაგრა 1:0 სქურიგარდაბანი 3:1 სულორი