სიახლეები

19-წლამდე ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში

გაუზიარე

8 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში 9-14 ნოემბერს თბილისსა და გორში გასამართ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის გარდა ტურნირში ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრებები იასპარეზებენ.

დღესვე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა ტურნირის ოფიციალური 21 კაციანი შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ)

მცველები:
დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ)

ნახევარმცველები:
დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დინამო თბ), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ)

თავდამსხმელები:
გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო)

ჯვაროსნები
ტურნირის პირველ შეხვედრას 9 ნოემბერს ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, 15:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს მასზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.