საქართველო - მოლდოვას მატჩის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს დღეიდან უკვე თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებშიც შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია "დინამო არენას" სალაროებშიც მიმდინარეობს.
ბილეთების ფასი 5, 10, 15, და 25 ლარია. დინამო არენას სალაროები ყოველდღე, 11:00 - 19:00 მუშაობს.
ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში, ბმულზე: www.tkt.ge/geovsmol
12 ნოემბერს, 21:00 სთ. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.