სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მეთორმეტე ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

5-6 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეთორმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქობულეთის „ჩელე არენამ“ ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლა. ფოთის „კოლხეთი" უშუალო კონკურენტ „სამტრედიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:3 დამარცხდა. ანგარიში 25-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. სამტრედიელთა შემტევმა პირველი გოლიდან 15 წუთში დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა განამტკიცა. იმერლებმა ტაიმის მიწურულს კიდევ ერთხელ შეძლეს ფოთელთა კარის აღება, 43-ე წუთზე თავი დავით რაჟამაშვილმა გამოიჩინა. გელა სანაიას გუნდმა სხვაობის შემცირება მეორე ნახევრის საწყის წუთებზევე შეძლო, 52-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გურამ ლუკავამ შეასრულა. ამ ეპიზოდიდან 8 წუთში „კოლხეთს“ კიდევ მიეცა პენალტის დარტყმის საშუალება, თუმცა, ამჯერად ლაშა ჯღამაიამ შეასრულა სტანდარტი და ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, „სამტრედიამ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და წითელ ჯგუფში პირველობა გაინაღდა.

გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ადგილობრივმა „დილამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. თბილისელებს 13 ქულა მოუგროვდათ და კვლავ მეოთხე ადგილზე არიან, გორელებს კი 11 ქულა აქვთ და მეექვსე პოზიციას იკავებენ.

გორელთა უშუალო კონკურენტები ბოლნისის „სიონი“ და „ზუგდიდი“ ერთმანეთს სამტრედიის ეროსი მანჯგლაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ანგარიში 31-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დავით ვოლკოვმა გახსნა. ახალგაზრდა შემტევმა მალევე დუბლი გაიფორმა, 38-ე წუთზე მან თავური დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება. საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ჯანელიძემ ზუგდიდელთა შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულს გატანა აღარ გასჭირვებია. მოპოვებული სამი ქულით „სიონმა“ გორის „დილას“ გადაასწრო და მეხუთე პოზიციაზეა, მეოთხეზე მყოფ თბილისის „საბურთალოს“ კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება „ზუგდიდისთვის“ ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. ზუგდიდელებს გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე 6 ქულა აქვთ და უშუალო კონკურენტებს 5 ქულით ჩამორჩებიან.

სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა თბილისის „ლოკომოტივმა“. თბილისელებმა „მიხეილ მესხზე“ „ცხინვალს“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. მათ გადამწყვეტი უპირატესობა მატჩის საწყის წუთებშივე მოიპოვეს. მე-10 და მე-13 წუთებზე დუბლი გეგა დიასამიძემ გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. დედაქალაქელებს 10 ჩატარებულ შეხვედრაში 14 ქულა მოუგროვდათ და მესამე ადგილზე არიან, „ცხინვალს“ კი, კვლავ 9 ქულა აქვს და თეთრ ჯგუფში ბოლო, მეშვიდე პოზიციაზეა.

საჭირო სამი ქულა მოიპოვა თბილისის „დინამომ“. დინამოელები სტუმრად ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე ზაზა ჭელიძემ გაიტანა. დედაქალაქელთა მცველმა კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი.

ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრა ქუთაისელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. ანგარიში მე-11 წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ტორპედოელებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ნახევრის დასაწყისში შეძლეს, 49-ე წუთზე თავი ბექა ტუღუშმა გამოიჩინა. დარჩენილი სამი ბურთი მასპინძლებმა მატჩის მიწურულს გაიტანეს: 78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა დაამწუხრა მეტოქე, 82-ე და 84-ე წუთებზე კი, თორნიკე კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

უმაღლესი ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 18-19 ნოემბერს გაიმართება.


კოლხეთი 1913 - სამტრედია 1:3

ქობულეთი, „ჩელე არენა“

კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კაკულია, ჩაკვეტაძე, ქებურია, ოზარკივი, ჟიშკარიანი, ლუკავა, ჯღამაია, კოკაია, ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი (88’ გამყრელიძე), ცხადაძე (68’ მარკოზაშვილი), არაბული (64’ ჯიქია), ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ს. სპიცინი, ა. აფციაური, გ. დოგრაშვილი

გაფრთხილება: 39’ ცნობილაძე (სამტრედია), 45’ ოზარკივი (კოლხეთი 1913), 61’ არაბული, 72’ გოგიაშვილი (სამტრედია)

გოლები: 1:0 ზივზივაძე, 2:0 ზივზივაძე (40), 3:0 რაჟამაშვილი (43), 3:1 ლუკავა (53)


დილა - საბურთალო 0:0

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯირიშვილი, სალუქვაძე, კვახაძე, ღონღაძე, ეტუ, სამხარაძე (76’ ცაცკრიალაშვილი), რაზმაძე, წიქარიძე, გამცემლიძე, ნონიკაშვილი (57’ ჩახვაშვილი), ბიასადილა (57’ კაპანაძე)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

საბურთალო: გოშაძე, გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია, იაშვილი, ხარაიშვილი, მამუჩაშვილი, ელვინი (46’ ჩაბრაძე), ფანცულაია, სანტი ხარა (75’ ბუხაიძე), გონცალვესი (50’ კოხრეიძე)

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

მსაჯები: 
გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა, გ. კიკაჩეიშვილი, დ. სანოძე

გაფრ
თხილება: 14’ ელვინი (საბურთალო), 16’ სამხარაძე, 61’ რაზმაძე, 72’ სალუქვაძე (სამივე დილა)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=quiVMYbR9kI","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



ზუგდიდი - სიონი 0:3

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, ქანთარია, აფაქიძე, ზოზულია (31’ კოხია), სუხომლინოვი, ტყემალაძე, სიხარულია, ჩუკურა უკიბილე, წურწუმია (46’ ლაშხია), სამუშია (63’ ერმაჩენკო), თუთბერიძე

მთ. მწვრთნელი:
ლევან მიქაძე

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ვასაძე, ჯანელიძე (82’ ლობჟანიძე), ძარია (79’ ჟადერი), სიხარულიძე, ვოლკოვი (46’ სუშკინი)

მთ. მწვრთნელი:
არმაზ ჯელაძე

მსაჯები:
გ. ვადაჭკორია, გ. ელიკაშვილი, ა. კოკაია, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 41’ ჯანელიძე (სიონი), 89’ კოხია (ზუგდიდი)

გოლები:
0:1 ვოლკოვი (პენ) (31), 0:2 ვოლკოვი (38), 0:3 ჯანელიძე (78)



ლოკომოტივი - ცხინვალი 2:0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ხიდეშელი (53’ გეთიაშვილი), მახარაძე, ჩიტეიშვილი (76’ გაბაძე), კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე, უბილავა, ზარანდია, ბუღრიძე (59’ კიკნაძე)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, დვალი (81’ მაქაცარია), კახელიშვილი (86’ ფირცხლავა), შინდაგორიძე (83’ გაბრიჩიძე)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

მსაჯები:
ბ. ნინუა, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ბ. გლუშჩუკი

გაფრთხილება: 52’ ქარდავა (ცხინვალი), 86’ კუხიანიძე (ლოკომოტივი)

გოლები: 1:0 დიასამიძე (10), 2:0 დიასამიძე (13)



შუქურა - დინამო თბ 0:1

ქობულეთ, „ჩელე არენა“

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჭეჟია (86’ შალამბერიძე), ჩაჩუა, არზიანი (46’ კუტალია), გურული, კომახიძე, ბერიაშვილი, ჯეფინიო (65’ ჭანუყვაძე)

მთ. მწვრთნელი: გია გურული

დინამო თბ: რევიშვილი, ხუბუტია, ჭელიძე, ლობჟანიძე, რენე, ჯიღაური, ცინცაძე, პაპუნაშვილი (89’ თევზაძე), ზარია (78’ პარუნაშვილი, 90’ ნინუა), კიტეიშვილი, მიქელთაძე

მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

მსაჯები:
დ. ხარიტოანშვილი, ზ. ფიფია, ი. უკლება, ტ. რუხაია, შ. ქუხილავა, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება:
56’ რენე (დინამო თბ), 86’ ჭეჟია (შუქურა)

გოლი: 0:1 ჭელიძე (30)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=iKQMthmJTJg","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



ტორპედო - გურია 5:0

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, მამასახლისი, საღრიშვილი (46’ ნერგაძე), ბაბუნაშვილი (75’ კუჭუხიძე), კაპანაძე, დოლიძე (63’ ბენაშვილი), ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ჭეიშვილი (69’ კაბორე), მეგრელიშვილი, მოროზენკო, ჭეჭელაშვილი (59’ დინიზი), კირკიტაძე, სტეფნიაშვლი, ფელიპე (29’ ჭედია), მურაშოვი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 16’ კაპანაძე, 27’ ჭიჭინაძე (ორივე ტორპედო), 35’ ჭეიშვილი, 70’ სტეფნიაშვილი (ორივე გურია)

გოლი: 1:0 მამასახლისი (პენ) (11)
, 2:0 ტუღუში (49), 3:0 ბაბუნაშვილი (78), 4:0 კაპანაძე (82), 5:0 კაპანაძე (84)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=vjPJ1sfE8AE","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}




ფოტო/ვიდეო: www.fcsamtredia.com, www.fcdila.ge, www.fcsionibolnisi.com, www.fcloco.ge, www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge