სიახლეები

კოლხეთი 1913 - სამტრედია 1:3

გაუზიარე
5 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის მეთორმეტე ტურის 2 შეხვედრა გაიმართა.

ქობულეთის „ჩელე არენამ“ ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლა. ფოთის „კოლხეთი" უშუალო კონკურენტ „სამტრედიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:3 დამარცხდა. ანგარიში 25-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. სამტრედიელთა შემტევმა პირველი გოლიდან 15 წუთში დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა განამტკიცა. იმერლებმა ტაიმის მიწურულს კიდევ ერთხელ შეძლეს ფოთელთა კარის აღება, 43-ე წუთზე თავი დავით რაჟამაშვილმა გამოიჩინა. გელა სანაიას გუნდმა სხვაობის შემცირება მეორე ნახევრის საწყის წუთებზევე შეძლო, 52-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გურამ ლუკავამ შეასრულა. ამ ეპიზოდიდან 8 წუთში „კოლხეთს“ კიდევ მიეცა პენალტის დარტყმის საშუალება, თუმცა, ამჯერად ლაშა ჯღამაიამ შეასრულა სტანდარტი და ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, „სამტრედიამ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და წითელ ჯგუფში პირველობა გაინაღდა.

დღევანდელი სათამაშო დღის მეორე მატჩი გორში გაიმართა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ადგილობრივმა „დილამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. თბილისელებს 13 ქულა მოუგროვდათ და კვლავ მეოთხე ადგილზე არიან, გორელებს კი 11 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ
.

უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება. ქობულეთის „შუქურასა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირებას აჭარის ტელევიზია გადასცემს პირდაპირ ეთერში, დარჩენილ სამ შეხვედრას კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

კოლხეთი 1913 - სამტრედია 1:3

ქობულეთი, „ჩელე არენა“

კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კაკულია, ჩაკვეტაძე, ქებურია, ოზარკივი, ჟიშკარიანი, ლუკავა, ჯღამაია, კოკაია, ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი (88’ გამყრელიძე), ცხადაძე (68’ მარკოზაშვილი), არაბული (64’ ჯიქია), ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ს. სპიცინი, ა. აფციაური, გ. დოგრაშვილი

გაფრთხილება: 39’ ცნობილაძე (სამტრედია), 45’ ოზარკივი (კოლხეთი 1913), 61’ არაბული, 72’ გოგიაშვილი (სამტრედია)

გოლები: 1:0 ზივზივაძე, 2:0 ზივზივაძე (40), 3:0 რაჟამაშვილი (43), 3:1 ლუკავა (53)



დილა - საბურთალო 0:0

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯირიშვილი, სალუქვაძე, კვახაძე, ღონღაძე, ეტუ, სამხარაძე (76’ ცაცკრიალაშვილი), რაზმაძე, წიქარიძე, გამცემლიძე, ნონიკაშვილი (57’ ჩახვაშვილი), ბიასადილა (57’ კაპანაძე)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

საბურთალო: გოშაძე, გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია, იაშვილი, ხარაიშვილი, მამუჩაშვილი, ელვინი (46’ ჩაბრაძე), ფანცულაია, სანტი ხარა (75’ ბუხაიძე), გონცალვესი (50’ კოხრეიძე)

მთ. მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

მსაჯები: 
გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა, გ. კიკაჩეიშვილი, დ. სანოძე

გაფრ
თხილება: 14’ ელვინი (საბურთალო), 16’ სამხარაძე, 61’ რაზმაძე, 72’ სალუქვაძე (სამივე დილა)