სიახლეები

საქართველო-მოლდოვას მატჩის ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში დღეს დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველო - მოლდოვას მატჩის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს დღეიდან უკვე დინამო არენას სალაროებშიც შეუძლიათ.

ბილეთების ფასი 5, 10, 15, და 25 ლარია. დინამო არენას სალაროები ყოველდღე, 11:00 - 19:00 მუშაობს.

ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში, ბმულზე: www.tkt.ge/geovsmol

12 ნოემბერს, 21:00 სთ. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.