სიახლეები

რეგიონთა თასის ფინალური ეტაპი

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
5-6 ნოემბერს, 13-წლამდე რეგიონთა თასის ფინალური ეტაპი გაიმართება. აღნიშნულ ეტაპს კახეთი უმასპინძლებს. მონაწილე ოთხი გუნდი 3 დღის განმავლობაში შეკრებას ლაგოდეხის ბაზაზე გაივლის.

ნახევარფინალური მატჩები, რომლებიც ასევე ლაგოდეხში ჩატარდება 5 ნოემბერს გაიმართება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს აჭარისა და აფხაზეთის 13-წლამდე რეგიონალური ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თამაში 12:00 საათზე დაიწყება. მეორე შეხვედრაში კი, ერთმანეთის წინააღმდეგ სამეგრელოსა და თბილისის გუნდები წარსდგებიან. მატჩი სტარტს 14:00 საათზე აიღებს.

6 ნოემბერს, ტურნირის ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება. მატჩები თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ფინალური დაპირისპირება 12:00 საათზე დაიწყება, მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი, 10:00-ზე. ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრება.