სიახლეები

უეფას წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში

სფფ
გაუზიარე

საქართველოში ვიზიტით უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და პროგრამა „ჰეთტრიკის“ ხელმძღვანელი ალან ჰანსენი და უეფასა და ფიფას ქალთა ფეხბურთის კოორდინატორი, პრისცილა სალაზარ-იანსენსი იმყოფებიან. 

უეფას წარმომადგენლებმა სფფ-ის ხელმძღვანელებთან გამართეს შეხვედრა, რომელზეც ქალთა ფეხბურთის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ სფეროს მიმართულებები განიხილეს. 
უეფას აღმასკომის წევრმა ალან ჰანსენმა „ახალ თბილისში“ მდებარე სტადიონიც დაათვალიერა, რომელზეც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ეს სტადიონი იქნება.

დღესვე, უეფას წარმომადგენლები საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს დაესწრებიან.