სიახლეები

4 ნოემბერს ქალთა ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართება

ფუტსალი
გაუზიარე
4 ნოემბერს, 14:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, მეათე ტურის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს თბილისის „35 ს.ს“ და ქუთაისის „მართვე“ დაუპირისპირდებიან.

შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად უეფას აღმასკომის წევრი და პროგრამა „ჰეთთრიკის“ ხელმძღვანელი, ალან ჰანსენი და უეფასა და ფიფას ქალთა ფეხბურთის კოორდინატორი, პრისცილა სალაზარ-იანსენსი დაესწრებიან. მატჩის დასრულების შემდეგ ჩემპიონის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მოგეხსენებათ, რომ ქალთა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული სწორედ ქუთაისურმა კლუბმა მოიპოვა. პაატა დოგრაშვილის გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში 9 მატჩი გამართა, აქედან 7 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 წააგო.